მამას


მამას

სუსტი ვარ , სუსტი ,
არავინ არ თქვას,
ვინ თქვა ,
ძლიერებს მეტად არ უჭირთ , 
შემოეჩვიენ 
თვალების გათქმას 
ცრემლები , 
უხმო ,
ჩუმი და ფუჭი .
სახელი ჰქვია
შეჩვეულ ტირილს , 
ცრემლებს ტკივილი თავ -პირში მახლის , 
წამექეც მუხა , 
სიმაგრე ჭერის 
და ცარიელი დამირჩა სახლი. 
არ გესმის 
ჩემი მოთქმის და ურვის , 
და უჩემობა აღარ გადარდებს .
შემოგვრჩა ღვინო 
შენი ნაწური , ჭურში და
ყელში აღარ გადადის .
მკლავს ჩუმად , 
შენი არყოფნის შიში 
ცრემლები თვალზე 
თან წარამარა .
დგას საწნახელი ვენახის ძირში.
მიტოვებული ბედის ამარა.
შემოელია ეზოს სისავსე , 
მამის სახელი 
დააკლდა ძახილს .
მუდამ თბილი და 
სიკეთით სავსე 
რა ცივი გახდა უშენოდ სახლი .ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი