შენა ხარ


ჯაფარა belachka manana papidze
მე ვით მლოცველი ღამის მთეველის , მელის სიკვდილი ან გამარჯვება , 
შენა ხარ ფიქრი დაუძლეველი , მოჭრილი , უტას შენ ხარ მარჯვენა! 
ქრისტეს პერანგზე აღმოცენებულს ,
ჰგავხარ დიდ ტაძარს და მის ქონგურებს , ხარ სიყვარული !სიტყვა მიყვარხარ თვით ღმერთკაცსაც ვერ გაააორგულებს . ვერ ვამსხვრევ შენ კერპს ,ვერ დაგასრულე ,გეთაყვანები 
და 
წარმართივით
შენს სულს, ვერაფრით ვერ დამაცილეს .

გულში ჩაკრული ქრისტეს კვართივით .
ვერ ამოგშალე , ვით ფრესკა ტაძრის ,
სისხლით ნაძმობი მტკიცე ფიცივით , 
გულში ვერც კვალი წაშალე ხანძრის 
ვერ შემაშინე შენი სიცივით .
შენს გულში თბილად დადებულ ბინას,
ვერ აუნგრიეს ბუდე ჩიტივით , და დაგატარებ გულის სურვილად ,უდროოდ მკვდარი 
სერაფიტივით .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი