mogoneba


ნერვიულად ჩავუკიდებ,
ბოლო სიგარეტს
და უსუსრობის განცდას 
გავაყოლებ ,ბოლთას ნაცემ სულს .
გაკვირვებულ 
ავბედით მზერებს დავიჭერ 
ბედის ჭიდილთან შერკინებულთა თვალებში ,
 სადაც მკვლევარივით  უდიდეს გაოცებას ამოვიკითხავ  .
უდაბნოს მტვერი დაედება ფიქრთა ქაოსებს , გაწყდება ნერვის ბოლო ძაფი , ნაწყვეთ-ნაწყვეთ გადამბული და ჩაიკარგება დროთა ფიქრებში მტკივნეული მოგონება .ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი