დეკემბერი
შემოდგომა იწურება ცივმა ქარმა დაუბერა კარს მომდგარი დეკემბერი ზამთრის მოსვლას იუწყება ხე გაშიშვლდა,წყარო დაშრა აღარ ისმის ტყის შრიალი ბეღურები შეყუჟულან ეკლის ღობის ღრმა ბუჩქნარში ოდა,სახლის საკვამურში თეთრი კვამლი ამოსულა ბებო,პაპა ბუხრის პირას თვალმილული ძილს მისულან. ირგვლივ ზამთრის დარი დგება სიჩუმე და ცივი მზერა კარს ,მომდგარი დეკემბერი ზამთრის მოსვლას იუწყება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი