0 40

ახალი წელი


ახალი წლის მშვენებაა
ნაძვი კოხტად აწყობილი
ნაირფერად მორთულია
დგას ამაყად განწყობილი

გარს ხვევია პატარები
მორთულნი და მოკაზმულნი
მელა,დათვის ,ციყვის,კურდღლის
ბეწვის ქურქით შემოსილნი

ცეკვავენ და მღერიან
მოუთმენლად მოელიან
თოვლის ბაბუს გამოჩენას
სიმღერებით თან ხვდებიან

მძიმე ხურჯნით სავსე მოაქვს
თოვლის ბაბუს საჩუქრები
პატარების გულს ახარებს
მობრძანება ახალი წლის.
კომენტარები (0)