ზამთარი


თოვლის ფიფქი 
თეთრი ფიფქი
მოფარფატებს ციდან
თეთრად მოსავს არემარეს
ზამთარია ცივა.
სიცივეს არ უშინდება
შუქრია და გია
გორაობენ ხალისობენ
თოვლის გორებს ქმნიან
ეძახიან,თან უხმობენ
ეზო კარის ტოლებს
ზამთრის მოსვლა უხარიათ
უხარიათ ნორჩებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი