ჩემი ქუთაისი


ო, როგორ მიყვარს ჩემი ქალაქი
სადაც ავიდგი ფეხი
სადაც დაირწა ჩემი აკვანი
სადაც გავიდა წლები
ჭაღარა არის მაგრამ ჩვილსა გავს
სილამაზე აქვს ეშხი.
ვერ გავცვლი ვერცერთ ქალაქში
თუნდ იყოს ყველა მეტი
ყველა უბანში ვეძებ ნაფეხურს
ჩემი ბავშვობის წლების
საფიჩხია,თუ საღორია
ბალახვანი თუ გორა
ქუთაისს ხალხიც ამშვენებს  ეშხით
იუმორით და გრძნობით
რაც უნდა ბევრი წლები გავიდეს
აია !მუდამ იქნება ნორჩი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი