სიზმარს
როცა სრიალებს დანა ყელში და მზის საწოლში სიკვდილი თბება, ოქროს გუმბათებს ფარავს ნაღმები, ზურმუხტის ქვები სხეულს ეფშვნება, ბროწეულები ამოდიან ცივ მინდორზე და ესიზმრებათ მოჭრილ ხელებს, როგორც ყვავილებს, ძვლების სიღრმეში ჩამდგარი სისხლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ამ ლექსში მეტაფორა არის მთავარი: ავტორი ცდილობს არა ამბის მოყოლას, არამედ ემოციისა და მდგომარეობის გადმოცემას. ეს არის ავტორის შეგნებული არჩევანი, რომელმაც ზოგიერთისთვის შეიძლება შექმნას ხელოვნურობის განცდა, ზოგიერთისთვის კი – უზარმაზარი ექსპრესიული ძალა.კარგი არალოგიკური ლექსის დაწერა, რომელიც მკითხველს ემოციურ დონეზე შეეხება, სხვა სახის ოსტატობას მოითხოვს - ოსტატობას არა ამბის თხრობაში, არამედ ატმოსფეროს, რიტმისა და ემოციური სიმბოლიკის შექმნაში.თუმცა ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოეზია.რამდენად წარმატებით ახერხებს ამას ეს ლექსი, ეგ უკვე მკითხველის პრეროგატივაა...