მარაბდის ველზე


მარაბდის ველზე შაოსანი დედა, 
გულ-მოკლულია და  ჩუმად კვნესის, 
ცხრა ძე სამშობლოს შესწირა ერთად, 
ლოცვა დაიწყო მუხლმოდრეკილმა.

ცრემლებს აფრქვევდა ცხარეს და ვნებულს, 
მაგრამ ტკივილი არ ნელდებოდა, 
ცხრა გმირის დედა ომში იბრძოდა 
და შვილებს გვერდით ედგა მეგზურად. 

ხედავდა შვილებს, როგორ იბრძოდნენ, 
ერთი მეორეს როგორ სჯობნიდა,  
როგორ გაწირა ცხრა ძემ სიცოცხლე, 
სამშობლოს მიწის გადასარჩენად. 

მარაბდის ველზე დაეცა ცხრა ძე, 
ხერხეულიძე და მაჩაბელის, 
შვიდი ძმა კიდევ ჩოლოყაშვილის, 
ვინ მოთვლის კიდევ რამდენი არის.

მარაბდის ველზე, მებრძოლი დედა,
ჩუმად ლოცულობს სამშობლოს ბედშავს.
ცხრა გმირის საფლავს თავზე დასტირის,
მდუღარ ლოცვებში ჩანაცრებულა. 

დარჩა სახელი მათი გმირობის, 
არ დავიწყება მათი ხვედრია. 
მარაბდის ველზე ძმების სიცოცხლე  
მარადისობას შეფარებიან. 

დიდება გმირებს, დიდება მათ სულს, 
დიდება ქართულ ჯიშსა და ჯილაგს, 
ასეთ გმირებზე დგას საქართველო 
ასეთ გმირობით კვლავ გადარჩება. 


11.05.2020.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი