აფხაზეთის მონატრება
საქართველო დაეცა აფხაზეთის დაცემით, თვალზე ცრემლი ვერ შეიშრო გული დააქვს ნატკენი. ტკივილები კი ყოველ წელს უფრო მეტად ემატება, აფხაზეთის მონატრება კვლავ იქცევა მტანჯველ ცრემლად. აფხაზეთის გმირები, უკვდავები არიან, მათი ხსოვნის სიწმინდე - ეს ხომ ჩვენი ვალია?! აფხაზეთსაც დავიბრუნებთ - ესეც ჩვენი ვალია! სიყვარულით ავაშენოთ მტრობის ნანგრევს რაც გადურჩა! აფხაზეთი საქართველოს ლაზათია, მშვენება, მისი წმინდა ადგილები მუდამ მოგველოცება. აფხაზეთსაც დავიბრუნებთ არ გვაქვს ჩვენ სხვა ოცნება, საქართველოს გაბრწყინდება უპირობოდ მოხდება. აფხაზეთი ტკივილია და მწამს დროებითი საქართველო კვლავ აღსდგება, აფხაზეთით ვიცი. სიყვარული გადაგვარჩენს სიყვარულის ფიცი, აფხაზეთის საქართველოს ნაწილია, ფიქრი. კვლავ აღსდგება საქართველო, დაიბრუნებს დიდებას! აფხაზეთსაც დაიბრუნებს, სამაჩაბლოც მიჰყვება! ერთიანი საქართველო ვფიცავ ისევ იქნება! სიყვარულით იკაშკაშებს ცხრათვალა მზის დიდება. საქართველო დაეცა, აფხაზეთის დაცემით, მაგრამ გამოსწორდება ქართველობის აღდგენით. ამ ტკივილებს დავამარცხებთ, თვალზე ცრემლის გაშრობით, სიყვარული ააყვავებს მტრობის ხელით დანგრეულს. 2019-27-09.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი