ემიგრანტს
გზავნილი ემიგრანტებს იქნებ მოგაწვდინოთ ჩემი სიყვარული, იქნებ შეგაშველოთ როგორმე ხელი . ვიცი მონატრების ტკივილმა დაგძლია, რომელსაც მხოლოდ სიყვარული შველის. ვიცი წყაროს წყალის პეშვიც გენატრება, ცრემლებმა ვერ შეცვალეს წვეთი. ვიცი სიყვარული მალამოდ მოგედება როცა შემოაღწევს ძველებურად შენში. თქვენთვის გზავნილია საქართველოდან, რადგან მონატრება აქაც გულში გვწვდება. აქაც მონატრებამ აიდგა ფეხი, აქაც მონატრების ტკივილი გვეტრფის. გული გაიმაგრე, ტკივილებს გაუძელით, რადგან მზე ამოვა ჩვენთვის, ჩემი სიყვარული და ფიქრები მოგწვდებათ რადგან გზავნილი მაქვს თქვენთვის. თქვენთვის გზავნილია საქართველოდან, ჩემს გრძნობებს და ჩემს გულს ვგზავნი. ყველა ემიგრანტი ადრესატი ხართ, ჩემს გულს და სიყვარულს გიგზავნით. დიახ, გზავნილი გაქვთ საქართველოდან, ჩემი სიყვარული მიიღეთ ყველამ. მალე დაბრუნდით და ერთუთსს დავეხმაროთ, ერთად გავამთელო ქართველთა კერა. 12.01.2020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი