შემოდგომა
შემოდგომა დადგაო და ფიქრი ფიქრებს გაყვაო. ოქროსფერი შემოდგომა, ოქროს ზვინებს დგამსაო. მხიარული შეძახილი ფრთებს აისხამს ახალაო. და მზისფერი შემოდგომა მზერას იწყებს ახლაო. შემოდგომა დადგაო სისლაჟვარდე ზეცის, ნათელ ფერებით გვიხატავს ამ სამყაროს ლხენით და მხიარულ შეძახილებს ,,ოროველა" შვენის, შემოდგომა დადგაო და ცამ იცვალა ფერი. მზისფერი აქვს სხივები და მზისფერ თბილი მზერით, და მოსავალის სიუხვე, ხედავთ როგორ შვენის? შემოდგომა დადგაო და მოგილოცავთ ზეიმს, ბარაქით და ღვთის სიუხვით გქონდეთ ფიქრი მწველი. 1.09.219წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი