იუბილე
მსურს მოგილოცო იუბილე ჩემო ძვირფასო, ლექსად მოგიძღვნა გულის წადილი ფიქრის ნაწილი, მინდა ყოველთვის ბედნიერი და ლაღი იყოთ, რომ ვერასოდეს ვერ დაგჯაბნონ ვერ დაგაღონონ. მინდა რომ ლექსად მოგილოცო დღეს იუბილე, მაგრამ არ ვიცი ან რა რიგად რა გამომივა, მინდა გისურვო მფარველობა წყალობა უფლის და არასოდეს არ მენახო დაღონებულად. წლები მირბიან ემატება წუთებს წუთებიც, იყავ ამაყი, მხიარული, მუდამ უდრეკი. მინდა გისურვო სიხარული, სიკეთით ლხენა და ულეველი სიყვარულით სიცოცხლით ლხენა. მსურს მოგილოცო იუბილე გულწრფელ სიტყვებით, ბოდიში თუ კი ვერ შევქმენი სწორი რითმები. ზოგჯერ რითმები უსასრულო ფიქრზე მეტია თქვენზე ფიქრებით ეს ცხოვრება ბევრად მეტია. 20.10.2018წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი