დავით აღმაშენებელს
მეფეთ, მეფეო! წმინდაო დავით! ისევ აღადგექი, კვლავ გეტრფის ხალხი! კვლავაც განსჭვალე ქართველი კაცი! სარკინოზები გვებრძვიან დავით! დავით მეფეო, აღმაშენებელო! დიდების შარავენდით დამამშვენებელო! ისევ აღსდექი, მოგვეც ნათელი კვლავ გავამთელოთ ჩვენი საქართველო! მეფეთ, მეფეო წმინდაო დავით! თხოვნას გიბედავ თავდახრით მდგარი: გთხოვთ, გადმოხედო კვლავ შენსა მამულს, კვლავაც დიდგორით ვიყაროთ ჯავრი. მეფეთ, მეფეო წმინდაო დავით! მტრები მომხდულან, ვითარცა მაშინ! ისევ დიდგორზე უნდა ავლესოთ, მამაპაპების ნაჭედი ხმალი. 8.02.2020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი