და მაინც, რა არის სიყვარული?!
და მაინც, რა არის სიყვარული? გაშლილ სუფრაზე ლამაზი სადღეგრძელო? ხოტბა, დიდება, სიტყვები ვრცელი? ნუთუ გგონიათ ასე მწირია სიყვარული შეგნების შეგნება წრფელი? სიყვარული რა არის? სულის, გულის გაღება, ძმისთვის თავდადება, მოყვრისათვის და-ძმობა. სიყვარული რა არის? ნაღდი ფიცის სიმტკიცე, უღალატო, უორგულო სულში სულს რომ გიმონებს. სიყვარული თრობა არის, რომ ვერ გაძღებს ბოლომდე, სიყვარული ტრფობა არის გულს რომ აგიწიოკებს. სიყვარული რწმენა არის, რწმენა ეს ხომ ღმერთია, სად გინახავთ უღმერთოში სიყვარულის მზე ან წვიმა? სიყვარული ღმერთია და სამყაროს მპყორბელი, სიყვარული ერთია და მუდამ გაუყოფელი. 2019წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი