დედობა
დედობის მადლი გარგუნა ღმერთმა, განა ყველაა დედობის ღირსი. უფლის საჩუქარს ვინ მოთვლის ქვეყნად ? დედობის მადლი არაა მწირი. და გერქვას დედა _ იცით რას ნიშნავს? ყოველი ღამის დაწყება ფიქრით, ზრუნვა, ამაგი შვილებზე მუდამ ეს დალოცვაა უფლის დიდების. დედის ამაგი და დედის ლოცვა, ყველა შვილისთვის ლამპრად მწეველია. იწვება დედის ლოცვა და ფიქრი, შვილის ამაგი შეუცვლელია. დედობა არის ღვთიური მადლი, დედის დედობა კი ლოცვა წმინდა. არის განგების, სამყაროს თასი და სიყვარულის უკვდავი წყალი. და გერქვას დედა უფლის ნებაა, დედობა არის ღვთუირი მადლი გთხოვთ გაუფრთხილდით დედაშვიალობას მუდამ გახსოვდეთ დედობის ფასი. დღეს ყველა დედას გილოცავთ ამ დღეს მადლით, სიკეთით სავსე გათენდეს. დედობის მადლით გეხაროთ მუდამ მრავალჟამიერ გქონოდეთ დედებს. 3.03. 2020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი