ძუსა


ძუსის ხეობას გავუყევი ნაბიჯი ნელით,
ფიქრების ზღვაში გადამაგდო ხელად, უეცრად.
ანკარა წყაროსდავეწაფე სიამოვნებით
და მაშინ ვიგრძენ ჩემი სოფლის ამა დიდება.

ძუსის ხეობას მივუყვები თეთრ აკლდამასთან
თეთრ კლდეს ვუყვები ათას ზღაპარს,
იგავს თუ არაკს და ფიქრებს ათასგვარს
და გრძნობებს ჩემსას ნატიფს და ალალს.

ფიქრებით სავსე დავეწაფე წყაროს ანკარას
და გავიხსენე ჩემი ბავშვობა, ბუკი და ნაღარა.
სადაც არასდროს არ ჩნდებოდა სევდა და დაღლა,
სადაც ყოველი ჩვენი სიტყვა ფრინავდა მაღლა.

ძუსის ხეობას მივუყვები ჩუმად და ნაზად,
ფიქრებით სავსე გადავივლიმ ამ სოფელს კვლავაც.
დავლოცავ წმიდა მიწას და გრძნობას მართალს
და ყოველ კუნჭულს შემოვივლიმ ფეხით ანაზდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი