წარსულს ჩაგაბარე.
მე ყველა ოცნება წარსულს ჩავაბარე, ტკივილის, დარდების კარები ჩავრაზე. მე ეხლა იცოდე ძალიან შევიცვალე, ის გოგო აღარ ვარ ვითომ რომ შეიყვარე. იმ გოგოს დღეს ჩემში ნასახიც არაა, გარდაიცვალა, მიწას მივაბარე. ტკივილმა წარსულის კარები ჩარაზა, მორჩა დავიღალე და აღარ ვიდარდებ. მე ყველა ოცნება, წარსულს მივაბარე, ცრემლები დავუტოვე წარსულის სევდას. იცოდე მე ის ქალი ნამდვილად აღარავარ, ხოდა ნუღარ მოხვალ ჩემთან. წარსულში დაგტოვე, წარსულს მიგაბარე, ნუღარ ამირევ ცხოვრების წრფელ გზას, ის ქალი აღარავარ შენ რომ შეიყვარე, დიდი ხანია ზეცას მივაბარე. 20.01.2020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი