0 315

ქართული სული უკვდავია


ქართული სულის უკვდავება მხოლოდ ჩვენშია, 
მხოლოდ ჩვენშია ერის ხსნა და ერის იმედიც, 
სანამ ქართველში ქართული სული ცოცხლობს და ბუდობს
მანამ იქნება საქართველო წელგამართული. 

მაგრამ დროებამ დღეს დროებით მწუხრით ჩაგვმუხლა, 
ეხლა ხო მხოლოდ, ლოცვებით და უფლით ხსნას ველით. 
დიახ ქართველნო, სიყვარულის ნაკლებლობა გვაქვს
დაე აღმოვფხვრათ ეს დანაკლისი რწმენით და ლოცვით. 

ჩემო სამშობლოვ! ქართველებო! ჩემო დაძმებო!
თხოვნით მოგმართავთ და სიყვარულს დაგესესხებით!
თუ კი გაიღებთ ამ სიყვარულს მე თქვენ გპირდებით,
რომ საქართველო ისევ აღსდგება ძველი დიდებით!

ქართული სულის უკვდავება მხოლოდ ჩვენშია,
მხოლოდ ჩვენშია ერის ხსნა და ერის იმედიც, 
სანამ ქართველში ქართული სული ცოცხლობს და ბუდობს
მაშინ ვიქნებით  ქართველები  წელგამართული.


1.02.2020წ.
კომენტარები (0)