ამაღლება
ზეცად ამაღლდი უფალო, მოგვმადლე მადლი ნათელი. ჩვენი სულისთვის ეწამე, ჩვენივე სულის დამხსნელი. ზეცას გასწიე, გაგვიხსენ სამოთხის წმინდა კარები, მშობელი მამა გელოდა, მწარე ფიქრით, მდუმარებით. ნატანჯს, ნაომარს მიწაზე ცრემლები არ გელეოდა და სიყვარულის სახელით, მამას შესთხოვს შენდობა. ხიდი გაგვიგე გზა მშვიდი, უფალთან ამოსასვლელი, სიყვარულის და სიკეთის გრძნობების მადლით ნაშენი. ზეცად ამაღლდი უფალო მოგვმადლე შენი ნათელი. (ამაღლების დღეს გილოცავთ, დღე გქონდეთ წმინდა, ნათელი.) ქართული ზეცის დიდებას კვლავ დაადგება საშველი. თუ სიყვარული მალამოს გამოვიყენებთ ქართველნი. 28.052020წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი