***
*** ეს პოეზიაც თავბრუსხვევას იწვევს ხანდახან, წნევას დაბლა წევს_ თითქოს პიტნის ჩაის მიირთმევ. ზოგი დაქტილი იქნებ სულ არ მეპიტნავება. ზოგი ხომ ჩადის, ზოგი ხომ ადის, ზოგი კი ჩადრით, და ზოგიც ბადით. მე თევზებს ვიჭერ,_ მოფართხალე სალექსო ფრაზებს. ცა რომ ვარსკვლავებს ბადებს... ბადრი მთვარე ეჭვიანი ცალი თვალით აკვირდება. შენც თვალებში მიკრავ ახლა არეკლილი ლექსებით. მე საღამომდე ვუკირკიტებ ზოჯგერ ფრაზის აზრს წაკითხულს სადღაც. მის არსში შესვლას ვლამობ ძირამდე. იმ შემოქმედის მოსასხამში მინდა გახვევა, ღმერთის ცრემლი რომ გადაიწერა. ზეცა კი ამ დროს კარკადეს ჩაის ისე იმზადებს.... ამ ფონზე მეწვის კორუნდისფერი ნაღველი ჩემი. არ მოაქვთ ქარებს ახლა სურნელი. ჰაერში სრული სიმშრალეა ხმელი ფოთლების პანაშვიდებით. მიწის დუმილი ისმინება სადღაც შორიდან. მეც განაბული სულებზე ვფიქრობ. მივირთმევ ჩაის "სუდანურ ვარდის", გამხმარ ფურცლებში შენახული სურნელი მთენთავს.... გამხმარან ალბათ მოგონებებიც. წვიმიან თვალებს დახუჭავს ღამე. ოქტომბრის დილას შენ ვერ ნახავ ნამტირალევ ხასხასა სიზმარს.... თავს დაგიმალავს. ...ფოთლებს გაჰყვება ყველაფერი ამ წელიწადის: განცდის კრუნჩხვები , გრძნობის ამოშლა_ამოკვირტვა გარდაუვალ ფოთოლსაცვენად. გადამალული ვარსკვლავების შრიალის ფონზე, მე გავიგონე ღრუბლის ქალწულთა სველი წადილი,_ ეწვიმათ ჩემთვის და ხმაურიან წკაპა- წკუპებად ეკრანზე ლექსად დაწურულიყვნენ. /მარი ჩაკვეტაძე/2022 მარი ჩაკვეტაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
5 კომენტარი
ეს პოეზიაც თავბრუსხვევას იწვევს ხანდახან,------------და "ის" პოეზია სადაა ამ დროს?
ზოგი კი ჩადრით,---კი რა შეუაშია აქ? მესმის რომ იყოს კიდევ,მაგრამ კი?
მე საღამომდე ვუკირკიტებ ზოჯგერ ფრაზის აზრს ---ხანდახან სჯობს დილამდე .ან კიდევ როგორც ანტიკური ფილოსოფესები გვირჩევდნენ მინიმუმ 6წელი.ან ჩემსავით 20-30
შენც თვალებში მიკრავ ახლა
არეკლილი ლექსებით.----რას მიკრავ?ლექსებს?მასინ უნდა იყოს მიკრავ შენ მე მას ანუ მთვარე მე ლექსებს და თუ ლექსებით მიკრავ გაგვაგებინე რას?თუ შერლოქ ჰოლმსი უნდა დაიქირაოს მკითხველმა.?სირცხვილია ასეთი ლექსის წერა.ჯერ გრამატიკა მეოთხე კლასის დონეზე მაინც
ნუ აღარ გაგიგრძელებ .დანარჩენი თავად ეძიე.ასეთი ლაფსუსებით სავსეა შენი "შემოქმედება"