***


***
თუმცა  ხეებს ფოთლები გაუმალაქიტისფრდა.
ქარს  მოხუცმა ტოტებმა
დაუმალა ჩიტის ფრთა.

საკუთარში მიყუჟულს
ცრემლი მოგდის სისხლებად,
ძალით მიმტევებლობით
თავიც შეგეზიზღება.

თავზე გადგას ,ახედავ
აბსტრაქციულ ქმნილებას,
ადრე თავს იტყუებდი_
ახლა დროა მხილების.

შეფერილიც მოუხდა,
დარიჩინის გარევაც,
თითქოს გამომზეურდა
დარი ,_ჩიტის გარეთ ვარ...

ვფრენ და ვფრენ და გადავფრენ
 ცის აპკს ვარღვევ ვეღარა_
და სათქმელი  ვარსკვლავებს
ქვებად გადმოეღვარა.

ღმეთო, ჩემში სადა ხარ,
რომ ჩიტივით ვკანკალებ,
ამ გაძარცვულ ხეებშიც
თუ მიპოვეს,დამკლავენ.

21.12.24
მარი ჩაკვეტაძე

***
ზამთრისთვის ვემზადები 
სულში ჩავიფინე
გამჭვირვალე დარდები,
ჩემო ფიქრებო გთხოვთ  არ დამასველოთ როცა დადნებით..
...სადღაც დაფანტული ჭრელი ფოთლებია_
სხვისი სურვილები,
ჩემთვის მოლოდინის წუთი დავიტოვე_ ლექსის წყურვილივით.
ქარი ფოფინობს და არქიპელაგებზე გრძნობა ალაგია ...
სულში ჩაიხედავს,ელეონის მთაზე
წავა პელაგია.

/მ.ჩაკვეტაძე/2020

***
ის მთები ჩიბუხს აბოლებენ,
ფილტვები დასკდომიათ ნაფაზებით,
თვალებს გაოცებით მაყოლებენ
ფოთლებგაძარცვული ანფასები.

ერთ დროს ასეთი ლამაზები.

სანამ შემოდგება ოქტომბერი
ფეხის წვერებზე და უხმობს მზის თავს,
შერბურულ ქოლგებს დავიმღერი,
და ამ პოეზიას მივგვრი მზითვად.

ყველა დროის სულის მელოდიას.

იმ მთებმა ჩიბუხი გააბოლეს,
შორით მაცქერლებმა პანაშვიდის,
ფოთლებს დარდით თვალი გააყოლეს,
და ქვრივი ხეები დაამშვიდეს.

ერთ დროს ასეთი კეკლუცები..

/მ.ჩაკვეტაძე/2020.09.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი