***
*** თუკი სიზმარმა წამწამები აახამხამა, ჩემი სულია მოფრენილი შენს სანახავად. დეკემბრის თვეში ,ასეთად უფალს მე რომ არ ვეშვი, ფაქიზი პეშვით ვერ დალევდა ეს სული გერშვინს. როდესაც ქისი ,მე წინასწარ ფიცს მომცემს ჯერაც... მჯერა რომ დავწერ, თუკი ფონად ჩავრთავ ფიცჯერალდს. თუკი თოვლია და ყინულის მიჭირავს ჭიქა, და ჩემი ორთქლით წარმოშობილ წვეთებით ვთვრები, მე პოეზიის კიდობანში დამმალეს დიდხანს, მშვიდობის მტრედებს დავუმძიმე პწკარედით ფრთები... დანისლულ ცაზე მენატრება ვარსკვლავთა ხილვა,_ იმ მთვარის დების,ვინაც ღამე უთენა მშვიდი, ვუცდი ზეცაზე გადაჭიმულ ირისის ფერებს, კიდობანიდან რომ ჩამომსვამს უთანაფიშთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი