***
*** ვინ მიაგნებს გაისად, დრო შემოდებს თაროზე, მზის სხივებით გატენილ გაყვითლებულ ჩემოდანს, სევდის მზერით გავხედე,ნეკერჩხლები ხარობდნენ,_ შემოდგომა კაბაზე ზაფხულს ექაჩებოდა. ფიქრნარევი ცრემლების ცამდე იყო გოლგოთა, ღრუბლის სანაპიროზე ქარს მიჰქონდა შუბერტი. ხეტიალი მინდოდა ნეკერჩხლების ქოლგებთან, ვიდრე მაღლა ვარსკვლავებს,ჩემს სულს მივაშუქებდი. რომ ცხოვრების სასხლავმა აღარ მომცა საშველი, გულის გულში შეყუჟულს მომიწია დარჩენა, და ეს ჩვილი ფიქრები ამოღებულ საშვილეს, დაეძებენ ამაოდ თავის გადასარჩენად. ცაზეც ასე ჯიუტად ჩამომჯდარი ღრუბლები, მისმენენ და ცრემლებით ჩემს ხმას ჭირისუფლობენ. მარი ჩაკვეტაძე 9.09.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი