***


***
თევზისებრი იმედები მუჭიდან მისხლტებიან,
მთვარისაგან მოაქვთ ქარებს
ღამეული არპეჯიო-
მდუმარებით გადასატანი ტკივილების ფონისფერი.
მისხალ მისხალ თეზისები
გულზე მედებიან_
მადიდგულებენ.
თვალის ფსკერამდე ჩაგწვდით სათქმელნო_
ვერამოღერღილნო.

გაყინული ვარსკვლავები
ცის ღუმელში გაღვივებას აპირებენ_
რომ ჩამოსხდნენ ჩიტებივით
და უამბონ საკუთარ თავს არსებობა.
გადმონთხეულ სითბოს ახლა გაექცევა ჩემი სიამაყე.

გაყინულ ცრემლს თეთრად ჩამოიცვენს ცა.
ამ სურათის დასახატად 
გამბედაობა ჰყოფნის ზოგ მხატვარს....
პუანტილიზმს დაეყრდნობა.
განსხვავებით რენე მაგრიტისაგან,_
ცის უდაბნოში რომ დაამწკრივებს ვარსკვლავთქარავანს.

მე რამ დამცალოს ამ ემოციისგან,
ცალად რომ განვიცდი
ცაო!
არადა მთვარე პოეტთა ფიქრის ბურუსისაგან თუ გაჩნდებოდა,
ის საერთოა მუდამ ყველასთვის.

პოეზიას შემომაჟღინთავ,
ერთობ დამამძიმებ ასე სიფრიფანას,
ამოსუნთქვა გამიჭირდება
და ჩავეშვები შემაზარებ სიმარტოვეში,
ვიდრე დავწდები და შევიქნები ისევ მსუბუქი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი