***
*** თუ ქარიშხლები ლამაზ სიზმრებს დამიგლიჯავენ, ჩემს მარტოობას მიტოვებას ვით შეუბედავ. მწარე აბზინდებს გზის ნაპირას ისე მიჯნავენ,_ თვალს იბრმავებენ,იქნებ განგებ_ეჰ, შენ უბედოვ! ფუტკრის ბზუილებს გახლიჩავენ_ ცალად წავლენ ჯერ, ხმა საზარელი ვით დაახშოს ჭექამ ქუხილის, ყვავილს სანექტრეს გათელავენ,ქარით წაგლეჯენ, გაშიშვლებული ღამე არის ,_ღამე წუხილის. როცა ხეები თეთრ ვერლიბრებს გამოისხამენ, რომ შენს კანკალსაც გაიხსენებს ჩემში ის ქალი , დაიზეპირებს უძილობით ყველა სისხამებს,_ უბიწო ლტოლვა,რომ ვერაფრით ვერ მოიკალი. ...რომ ამ ფიქრებად სამუდამოდ ამიწრიალდი, ასე აწერდა ცის კაბადონს მითებს პოეტი, და მე გავფრინდი, ჩრდილოეთის გავხდი ციალი,_ მხრებზე ღრიალი დაგიტოვე ვით ეპოლეტი. მარი ჩაკვეტაძე 27.12.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი