***


***
თავდაპირველად სიტყვამ გპოვა და მერე სეტყვამ,
სულზე შრამად რომ დაგამჩნია ყველა ტკივილი,
გულსაც ზიანი მიაყენა რამდენჯერ ვერთქმამ_
იქნებ ნუგეში მოგარჩენდა  ერთი მტკაველი.

მთვარე ახლოა შესახებად,ფიქრით გაწვდი და....
ჩაგრეხილ აზრის ვერ გავიგე_რას მევედრები.
შემომირბენდე და მეტყოდე_
რომ მზე გაწვიმდა,
რომ ცაზე აღარ ასვენია ღრუბლის ცხედრები.

ვიდრე ჩემს სულში დააბიჯებს შენი სიზმარი,
ვიდრე გონებას დაბინდვამდე შევებრძოლები,
ვიდრე დილაა ლამაზი და ასე სისხამი,
ვიდრე მაგ ლექსებს სათვალავში მე ვეყოლები...

დილით იქნება თეთრი მთვარე ჩამოთოვლილი ,
და დაღამებაც იჭახჭახებს შავი შაშვივით,
და შენ შენიდან გაქცეული,ასე ლტოლვილი,
ჩემთვის იქნები ვარსკვლავებად ცაზე გაშლილი.

ბნელში სიზუსტით გადავდივარ მე ყოველ რელსზე,
თუმცა წერისას მინათებენ ზეცის თვალები,
მერე ცხოვრებას გადავაღვრი ამ სოველ ლექსებს,
საკუთარ სულზე
ამოჩორკნილს,
წვალებ-წვალებით.

მარი ჩაკვეტაძე 
6.01.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი