***
*** შედგა შემოდგომა ფეხის წვერებზე და იხრუკებიან ხეები ნამზეურით, თასმა ათასი ღამე მოიზიდა, თვალებს დასტყობიათ აგერ ნამზე ურვა. შარას მივუყვები ოქრომიმობნეულ, თითქოს მყუდროების სამოსელი მეცვას, ღამეს ველოდები მთვარით დაშუქებულს, დაყურადებული არის ვარსკვლავზეცა. ღამის შემოდგომას ვერ ქმნის კინკეიდი, სხივო მდოგვისფერო სულზე მოგვისწარი, მიდი სხეულიდან ჩუმად აიკენკე მთვარეს განდობილი ლექსი, მოგვის სწორი. /მარი ჩაკვეტაძე/2023 **** 🍂🍂🍂🍂🍂🍂 დაცვენილ ფოთლის სიფარფატე... დაცობილ ბოთლის მყუდროება.. გრაგნილ წერილთან ვიკამათე ვითმენ აპოკრიფის უდროობას. სულში ამეშალა ოქტავები, აგერ შარა გლოვობს ეულ ფოთოლს, რა სევდიანია ოქტომბერი_ მალე მოთოვს..... *** მოვისხი მხრებზე სითბოსთვის, ლექსებით ნაქსოვი გაროზი, ...და ამისათვის არ უნდა მომესაჯოს გაროზგვა. მე ვიბობოქრებ, ვიღელვებ, ვიკილვატერებ და სულ ვივლი ზღვებად, ვივალდის ნოტზე ავაცეკვებ ნოტიო ფოთოლს, ამ მშვიდი სულის ამწიოკებელს ... იმ დღეს ვიხილე ფოთოლთა წვიმა, ხეთა შემკრთალი ხმელი ულვაში, ღრუბლებს შევაწმენდ ცრემლებს და მერე, მათ დავიბრუნებ ისევ_ უმლაშოს. უმალ შორს წავალ,ჩემი თავისგან ძალიან შორს, მოვწყდები გულისწყვეტას და ფოთოლწყვეტას მივადევნებ გონებას. სევდის განქარვებით, ქარვის შემოდგომის ქარს ავუბამ ფიქრებს, მოვისხამ ლექსებით მონაქსოვ გაროზს, მაგრამ მომიწევს შემორღვევა... მისი ძაფის აბლაბუდაში გახვეულს "არაქნოლოგი" შემისწავლის. 2020🍂🍂🍂 მარი ჩაკვეტაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი