***
*** მზის სილუეტი მოიტაცეს ლურჯმა ტალღებმა, გარდაქმნეს იგი სათავისოდ. მეტამორფოზამ ზღვა შეღება მუნკის ფერებით. მე მემღერება ნარინჯისფერ ზეცის შემყურეს, მე მეწერება როცა მასზე, შავ მძიმეებად დაკიდებულს ვხედავ ჩიტუნებს. უხილავ გემის მელანდება კილვატერები,_ ფიქრში ბრუნდები და აჭავლებ განცდებს ლეგრანულს. მე ამ გრანულებს ,მეხსიერებას რომ მიფუთავენ, ვცდილობ მოვსტაცო ანარეკლი_ როგორც მზეს ტალღამ, და გარდაქმნილი ჩემს სხეულში ფერები უხვი, შემოვიხვიო შენი სიზმრის გამოსახმობად. დიდ ყვითელ წერტილს თუ დავსვამდით სასრულის ნიშნად,_ ვერც შევამჩნევდით ჩვენ ამ დასასრულს. ის მუდამ მყოფობს როგორც თბილი მზე, მისასწრებელი ზღვაში ჩასვლამდე,_ მისასწრებელი არის სიზმარიც, _სულის ზღაპარი_ დაფერფლვამდე და განთიადისფერ სიცხადეში გამორიყვამდე. თუ გამომიყვან ამ ცხოვრების თეთრ ბურუსიდან? ,_ გაფერმკრთალებულს რას აღვწერდი , თუ კი ლექსები გამექცეოდნენ. _არა,მე ვრჩები ამ სიცხადეში , სიზმრადდაწერილ პოეზიაში. მარი ჩაკვეტაძე 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი