***


"შემოდგომის სურნელება დადგა"(ტერენტი)

***
დილა თვალს ახელს_,მესალმება კავკასიონი ,
და შემოდგომის სურნელება,სულში იფრქვევა,
განცდის დათმენა არ იქნება ახლა იოლი,
"თუთა " ცაზეა გაბადრული და მეც იქვე ვარ.

გამოვქცევივარ აურზაურს დიდი ქალაქის,
სულს მომშფოთვარეს ვარსკვლავები სად მიჰკივიან,
ჩემი ლექსები მზის სხივივით ხეებს დაჰნათის, 
და თვალებს ნაბავს შემოდგომა ქარვისმძივიანს.

მდოგვის მორევში გახვეულა სევდა გრანელის,
წალენჯიხაში უკეთესი თვალმა რა ნახოს,
მე ხომ არ ვიცი გაღვიძებულს ზოგჯერ რა მელის_
რომ ეს ბუნება პოეტია_ლექსებს გვკარნახობს.

მარი ჩაკვეტაძე 
#ლიტფესტივალითუთა2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი