ვაშინერს
ვაშინერს! როცა ცხოვრების მღვრიე მდინარეს, მდნარი მწვერვალი მაინც ზღვაში რევს, შემოუშენებ როს სულს მინარეთს_ განვლილი წლები თუ არ გაშინებს… როგორ შექმენი ასე სტრიქონი_ უგულო სიტყვა ლექსში ვაშინერს… თუკი თვალების დოგმატიკონი იხრჩობა შენი ცრემლის ზღვაშივე. თუ გზას მიაგნებ ზეცის კარამდე, სინდისის მრწამსის გმობა ვაშინერს, ეშმას არ აყვე,მის_მასკარადებს,_ შენში არსებულ ღმერთს შეაშინებს. მდოგის მარცვალი გაზარდე შენში, თუ ღმერთი ჩიტებს არ მოაშიებს, მით უფრო კაცის არც ერთ ნაშიერს, და მისი მადლი მიიღე პეშვით_ ჭეშმარიტების გმობა ვაშინერს! მინდვრის შროშანებს თუკი ზრდის ღმერთი, ხვალინდელისთვის არ მოგაშიებს, რა ლამაზია რწმენას რომ ერთვი_ უიმედობა სულის ვაშინერს! ნუ ჩააქრობდეთ ნურც ერთ კერიას, გადავარჩენდით ალბათ მაშინ ერს, აქ ქართველურად ისე მღერიან დატოვება და წასვლა ვაშინერს! ნუ მივატოვებთ ნაშენ ობოლ ქვას, ყველა ემიგრანტს გზები ვუჩვენოთ, სულს უიმედოს,ასე ბობოქარს რწმენის ტაძარი შემოვუშენოთ. მარი ჩაკვეტაძე ფესტივალი “თუთა2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ვითომ არაუშავს მაგრამ არის აზრობრივი"ლიაპები"----ნუ ჩააქრობდეთ ნურც ერთ კერიას,
გადავარჩენდით ალბათ მაშინ ერს,-აზრობრივად უნდა იყოს-თუ არ ჩააქრობთარცერთ კერია....გადავარჩენდით ალბათ მასინ ერს...და ასეთუ აზრობრივი უზუსტოები მიმობნეულია შენთან...მიაქციე ყურადღება
ეშმას არ აყვე,მის_მასკარადებს,_
შენში არსებულ ღმერთს შეაშინებს--რას ჰგავს ეს?შეაშინებს ის მას-----ანუ მასკარადები და არა მასკარადებს.არ გეკადრება გრამატიკის უცოდინრობა ,რაც "იტოგში"აზრს არღვევს.ფესტივალი კარგია ,მაგრამ მაგას ვერც თუთა უშველის და ვერც "ბჟოლა"...ცოტა ცოდნაც უნდა