ილია
*** ავაზაკს თუ კი მიეტევა_ ერო სირცხვილსაც განიბანდე... თავისუფლებაზე მეოცნებეს კედლიდან უცქერდა გარიბალდი. მთებს რომ წახნაგები აუტოკდა, ილიას ფიქრებად დადნებიან, ტატო ბიჭს მთელ გაზეთს დაუთმობს და_ რა უსასრულო ტატნობია. და მოხუც ქვეყანას კვლავ მფარველობს, მწყემსი ხელჯოხიან_თეთრწვერა და... ახლა "ოსმალოს საქართველო"_ ერთობის ნაცვლად გავერანდა. იქაა ილიას ნატერფალი_ როს ემშვიდობება მის ყვარლის მთებს, ქვეყანას ედება ნაღვერდალად_ ოლღა რომ "წიწამურს" გულით ითმენს. ქვეყანავ ჩემო, რით არ გმოსეს,_ გეტყობა ცრემლი შენ საბრალოვ, შენ წინაპარო თარგამოსის_ დაღლილო ომით ,დამაშვრალო. მოხუცო ,ჩემო საქართველო! გულს შვილთა შობით დაიღლი და... მაჯებში ძალა რომ გერჩოდეს_ ტყვიას შუბლთან შენით დაიხლიდი. მარი ჩაკვეტაძე 8 ნოემბერი. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი