ელვის ქსელებში


***
ელვის ქსელებში ჩაობდებიან მშიშარა ვარსკვლავები,
ცის ციცქნა სვაროვსკები_
არაქნიდებად გადაქცეულნი.
დანტეს მერამდენე შრეზე ვიდგები ჩემგან ტანჯულო,
შენ მიმასწავლე ადგილი ჩემი.
იფიდან განა ადვილია რიფების გავლით გადმოვცურო ციხესიმაგრე
სადაც რატომ ვარ არც თვითონ ვიცი.
ხელოვნებაა იდუმალი თავად ის რუკა,
განძის მფლობელად რომ მოგიაზრებს მომავლისათვის.
ერთი თითაა ის ვარსკვლავი რომ ბედნიერობს და ასე ბზინავს.
რით დაინახავ უბრაილო უბრალო ნაწერს,
მზერას რომ გპარავს ელვა, სადაც
დაობებულან გულისხმიერნი ეს ვარსკვლავები.
ერთ დროს რომ ზეცას ვით ჭრილობა ისე ეწვოდა.

 გამოდი მზეო! გამოუფეთქე გულის დუმილი!

მარი ჩაკვეტაძე

***

მზის სილუეტი მოიტაცეს ლურჯმა ტალღებმა,
გარდაქმნეს იგი სათავისოდ ლამაზ ფერებად.
მე მემღერება ნარინჯისფერ ზეცის შემყურეს,
მე მეწერება როცა მასზე, შავ მძიმეებად დაკიდებულს ვხედავ ჩიტუნებს.

უმოგზაუროს
 მელანდება კილვატერები,_
ზღვის ნაპირიდან გემები
მოჰგავს გადამწვარ სახლებს.

ფიქრში ბრუნდები და აჭავლებ 
განცდებს ლეგრანულს.
მე ამ გრანულებს ,მეხსიერებას რომ მიფუთავენ,
ვცდილობ მოვსტაცო ანარეკლი_
როგორც მზეს ტალღამ,
და გარდაქმნილი ჩემს სხეულში ფერები უხვი,
შემოვიხვიო შენი სიზმრის გამოსახმობად.

მარი ჩაკვეტაძე 
05.23

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი