*"
*** ერთხელ ერთი ვარსკვლავის გარშემო თვალხუჭობანა ვითამაშეთ. მე ვერ მოგაგენი, მთვარეს შეხორცებიხარ. საზღვარუარმყოფელის ხელახალი დადგინება _ ნამდვილი სიგიჟეა. ჩემი ლექსის ქორალი როგორ ცდილობს დაფაროს ტკივილები , სულს რომ ააფხრიწა სიტყვებად. სიზმარში გამოგონილი ყვავილები, ჟივერნის ბაღის ვარსკვლავები, გაცოცხლებულან ტილოებიდან, გული დასკდომიათ კრიკლეურებად. ბზარებმა დროებში მიმომატარეს. რაღაც არქაულს დაეძებს სული, ობში ამოვლებულს, ამბივალენტურს. თვალხუჭობანა ვითამაშეთ, ვარსკვლავთგარშემო, მთავრესშეხორცებულო,გაყინულო სულო, ალბათ თოვად ფიქრობ რომ ვერ გიპოვე. მარი ჩაკვეტაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი