გემი დალანდი


***
სანამ ჭექა-ქუხილს დალანდავდა
"გემი დალანდი,"
მიენდო ნარნარა ტალღებს.
სანამ ჰორიზონტზე მზე სუიციდობს,
სულ იცდიდა
სული და მთვარე სარკმელს აღებს.
მე ვერ გამოვდექი შენი პირა,
სხვაგან ვარ,სხვა ზღვის განაპირა .
სხვა შთამომავალი,სხვა მისნის ნაბოდვარი
ვიდრე ტირეზია_ სულ სხვა არქეტიპი.
რომც ვიცოდე მაინც არ გეტყოდი,
იქნებ ერთად დავამჩნიეთ კვალი მთვარეს.
რომ არ მოგეძებნე_ 
ლანდი არ მოისვენებდა.
გემის იალქნებად არ გაიშლებოდა ეს პოეზია უძირო,
სადაც არ წაშლილა 
ბედისწერის პალიმფსესტი.

სანამ ჭექა-ქუხილს დალანდავდა
"გემი დალანდი,"
სანამ ციკლოპს აღმოაცენებდა,
აღმოჩნდა რომ სხვა მისნის მიერ,
სხვაგვარი შესაქმით დაიბადა.

/2020.
მარი ჩაკვეტაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი