მთვარემ სირმით ამოქარგა
*** მთვარემ სირმით ამოქარგა გაზაფხულის ქრიზოპრაზი. ცა მკარნახობს ასე კარგად, თეთრად მოელვარე ფრაზებს. ტბის ზედაპირს ააჭავლებს ქარი ,თანაც გაიოცებს,_ ნეტა წყალმა ამ ჭალებში მთვარის შუქზე რა ილოცა. ვერ ამოთქვა ჰიპოთეზაც, დაებერა ლაყუჩები, იბადები როცა თევზად და ტკივილი არ ყუჩდება... ტბის თვალებში მოტივტივე ამოუთქმელ სიზმრის ფერფლი,_ ახლა გაშლა მოტივია ტურმალინისფერი ფარფლის. ასეც ცხარეს,ისეც მწარეს.. ამ ცხოვრებას დამლაშავენ, ერთადერთი ცაზე მთვარე არ იქნება დამნაშავე. /მარი ჩაკვეტაძე/2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
5 კომენტარი
ასე კარგად,?
ამოუთქმელ სიზმრის ფერფლი,_?
ამოუთქმელ ფერგფლად გამიგია ,მაგრამ ამოუთქმელ ფერფლი?
ტბის თვალებში მოტივტივე
ამოუთქმელ სიზმრის ფერფლი,_
ახლა გაშლა მოტივია
ტურმალინისფერი ფარფლის.----ფერფლი და ფერფლის ალბათ უნიკალური რითმებია
ასეც ცხარეს,ისეც მწარეს..
ამ ცხოვრებას დამლაშავენ,
ერთადერთი ცაზე მთვარე
არ იქნება დამნაშავე. და რა შუასია ამ შენს სპეციებთან მთვარე ან თუ არაა შუაში რაიმე კავსირი ხომ უნდა არსებობდეს?ცოტა ხმელ სუნელს და ლოვბიოს თუ დაუმატებ,იქნებ რაიმე გამოვიდეს...ხო,დაფნის ჩაყრა არ დაგავიწყდეს,რა იცი რა ხდება