გაზაფხულამდე თუ გავძელით
შემომეჩვია შემოდგომის გულგრილობა, გრძნობებს ვალაგებ აბდაუბდა ხის მკვდარ ფოთლებზე, დაველოდები მოთმინებით ხეთა სერობას, შრიალს მორთავენ მალე, ვიცი, ქარის ზუზუნზე. დამჭკნარ ფოთლებთან ერთად ჩემი ათასი გრძნობა, მიმოფანტული დამიხვდება მინდორ-ველებზე, ბოლოს მომიღებს მერე ალბათ ეჭვიანობა, კრეფას დავუწყებ გაგიჟებით ხელისგულებზე. ამასობაში მომეწევა ზამთრის სიცივე, ქარით დაღლილი ვერ გავუძლებ ყინვას, ვიცი მე. რომ დავემხობით ერთად - მე და თოვლის ფიფქები, თბილი მექნება, ალბათ მარტო ხელისგულები. გაზაფხულამდე თუ გავძელით... მე და პეპლებმა, ხელისგულებმა... გაზაფხულამდე თუ გავძელით... გაზაფხულამდე თუ გავძელით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი