თვალები
მე გაზაფხულის სველ სიმშრალეს ვადარებ თვალებს, ცრემლით დაცლილებს, და მაინც თბილებს. შემოსჩვევიათ მწუხარება ქუთუთოს ფენებს, ალბათ ის არის, ამ თვალებს რომ ასე ამშვენებს. კვლავ კეკლუცობა შერჩენიათ დარდით დაღლილებს, კვლავ ასხივებენ იასამნებს და გვანან ილებს, მათ ამ სიგიჟეს ბევრი სულის ძახილად იღებს, სულის ძახილს კი ყრუ ხმაურში ვერავინ იგებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი