გაჩუმდი!


გაჩუმდი...
ნუ იტყვი ახალს ჯერ ნურაფერს, 
ჯერ უკვე ნათქვამი სანამ არ ინანე.
გაჩუმდი...
ნუ ხმარობ გაცვეთილ ციტატებს,
რამის თქმა თუ გინდა, სიჩუმით მიამბე.

მარიდე თვალები, შენს გვერდით თუ მნახე,
ნუ მომცემ უფლებას, ვიკითხო სიყალბე.
შენიდან ჩემამდე სავალ გზებს ნუ ეძებ,
და თუ კვლავ დაგიცდი, გთხოვ, დაიგვიანე.

ვერ ვიტან, ვერ ვიტან შენს მაგ ყალბ ღიმილებს,
ოღონდ ნუ იღიმი, სხვას აღარ დავეძებ!

ჰაჰ! ახლაც იღიმი, ვიცი და გიმართლებს,
სიგიჟის ზღვარზე რომ დავწერ და ვიძინებ.

გაჩუმდი...
ნუ იტყვი ახალს ჯერ ნურაფერს,
ჯერ უკვე ნათქვამი სანამ არ ინანე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი