მშვიდობით შემოდგომავ
... ჩაწყნარდა ქართა ესტაფეტა, ფოთოლთა გმინვა, გაძარცვულ ხეებს შერჩენიათ ძველი დიდება, ბებერ ფოთოლთა ქარავნებმა გაასწრეს ყინვას, მათ მორჩილებით არ სჩვევიათ თვითგანდიდება. გაუვალ სტეპებს დაემსგავსა გოლგოთას გზები, გაქცეულ ფოთლებს სათითაოდ ადებენ ბორკილს, ირგვლივ გაისმის ბოროტ სულთა მგმინავი ხმები, ღრუბლის ფენები კვლავ ითხოვენ დღე-ღამის ქორწილს. გამა სხივები თავს დაესხნენ ფატა-მორგანებს, ყინულის მეფე გვირგვინს ითხოვს და ძველ დიდებას, ყრუ ჯალათები ამზადებენ მფრინავ ყორღანებს, ხმელეთმა ზეცას ნიშნისგებით უწყო რიდება. ედელვაისებს ამზადებენ მეფის კარისთვის, რევოლუციის პათოსშია ღრუბელთა გროვა, თეთრი საბნები დაურიგეს მთებს სიწყნარისთვის, ბებერ ფოთოლთა ბანაკებში გაისმის გლოვა. ჩაწყნარდა ქართა ესტაფეტა, ფოთოლთა გმინვა, გაძარცვულ ხეებს შერჩენიათ ძველი დიდება, ბებერ ფოთოლთა ქარავნებმა გაასწრეს ყინვას, მათ მორჩილებით არ სჩვევიათ თვითგანდიდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი