ვერ დავამარცხე
ვერ დავამარცხე, დღე გავიდა, ოხ მერამდენე, მე შინაგანი უტოპია და მოვიგონე, რომ ღვთაებრივმა მრისხანებამ მსხვერპლად შემწირა, როგორც კასანდრა, როგორც ფედრა, როგორც ელენე. ხმალი ავღმართე, საკუთარ თავს დუელში ვიწვევ, ღვთის სამსჯავროზე გადაწყვიტონ ჩვენში მართალი . მე დავმარცხდები, ვიცი, მაგრამ უკან ვერ ვიხევ, მას თუ მორალი აძლიერებს, მე - სამართალი! სარკევ, მითხარი, შენ ხომ მიცნობ, როგორც არავინ. რამდენჯერ გული მოვიოხე შენ წინ გოდებით, რამდენჯერ თავი მოგაწყინე მძიმე როლებით, პროზით რაც ვერ ვთქვი, ვაღიარე მწარე ოდებით. ხმები ჩამესმის ანტიგონეს და ოაკასტეს, შორს მიმიხმობენ, უსასრულო ქვეყნის შვილები. ვერ მოვერევი ასე მალე ამდენ სისუსტეს, ვერ მოვუშუშე, საკუთარ თავს, დღემდე წყლულები. ... ვერ დავამარცხე, დღე გავიდა, ოხ მერამდენე, მე შინაგანი უტოპია და მოვიგონე... როგორც კასანდრამ როგორც ფედრამ როგორც ელენემ... გთხოვ, გამიგონე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი