უდირიჟორებ რითმების ორკესტრს!
--------------------------'---- შენი ნაფერები მკერდი ისე მეწვის, თითქოს ამომიწვეს შანთებით, საყდრულ მყუდროებას ჩემში აეტუზე , გრძნობებს დაემუქრე გათელვით. შენი ნაფერები სული ფერფლად მექცა, ფერფლი ჩვენს ოცნებას აძველებს, შავი ღამეები სულში დათარეშობს რუხი წვიმა სულ მთლად მასველებს. შენი ნაფერები მკერდი ისე მეწვის გრძნობებგათელილი სინაზე, ჩვენი სიყვარული ყალბი სიზმარია და მეც გადავკიდებ სინაზე. ******** მალე ქარიშხლები ისევ ფრთებს გაშლიან და შემოდგომას ზამთარი მოჰკეცს, ნაღველშეზავებულ ცივი ღამეებით ვუდირიჟორებ რითმების ორკესტრს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი