ეძღვნება პოეტ ჯუბა ღებელის იუბილეს
შენს თბილ თვალებში იძირება ბევრი დაისი, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით,-იდგა მაისი. შენ მეგობრობის, ერთგულების ხიდი ხარ წმინდა, კეთილ სახეზე სულ ღიმილი გეფინოს მინდა. გულში გინთია სისპეტაკის შენ კელაპტრები აგსრულებოდეს რაც ინატრო სულ ყველაფერი. შენ მეგობრობის, საყრდენი ხარ, ზღუდე მაღალი, შენი ლექსები შენი სულით არის გამთბარი. გულში გიყვავის თვალუწვდენელ ოცნების ბაღი, ხან მემარტოვე პოეტი ხარ, ხან კიდევ ბალღი, ხან გადაღლილი სულით უფალს ჩაეკონები, გაირინდები, გაყუჩდები და დაღონდები. ალბათ რომ მისმენ გაიკვირვებ და გაოცდები ახლოს რომ ვიყო ამ დღის მადლით ბევრს გაკოცებდი. ახლოს რომ ვიყო ამ დღის მადლით გულს ჩაგიკრავდი ისე როგორც სხვებს- ვით პოეტი, მეც შემიყვარდი. მიყვარხარ ღმერთში, ლექსში, ჩემში, გისურვებ იყო მუდამ დამთმენი გულით გილოცავ იუბილეს, ყოფილიყავი სულით ჟანმრთელი .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი