წადი!
როს შემოდგომა გამოაკრავს ყვითელ აფიშებს სულში სიცივის მკრთალი შუქი შემოაბიჯებს. მიზეზებივით გაცვდა გრძნობა-წადი, არ გიჭერ, დამთავრდი ჩემში, აღარ ველი მე, შენს ნაბიჯებს! სნეული ღამე კვლავ დააფრქვევს შავ-შავ ნახშირებს ჩემს ობოლ წუთებს უშენობა აღარ აშინებს. :-( მოჰგავხარ ძველი ციხის ნანგრევს ფოთოლცვენაში გარდაცვლილ დღეებს გავაცოცხლებ ფიქრით მზერაში . არ ჩაგიფიქრებ, აღარ გეძებ ვარსკვლავთცვენაში, ვგრძნობ რომ დავმარცხდი ჩემი მსგავსი ნეკნის ძებნაში. მივსტირი დღეებს გრძლადგაწოლილს და ნაავადებს გადავიღალე, არაფერი აღარ მადარდებს. ***** ****** ****** ***** როს შემოდგომა გამოაკრავს ყვითელ აფიშებს ნუ დაბრუნდები, ჩემს სულში ნუ შემოაბიჯებ, აღარ გინახავ სურნელებით დაუჭკნობ წარსულს წადი, დამთავრდი, დაბრუნება მე შენი არ მსურს! :-( :-( /მარი მაჭარაშვილი/ /მარი იმერი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი