სათხოვარი გულს


სათხოვარი გულს!

გულო ჩადექ, ნუ ხარ მწველი,
ნუ ხარ ასე ანცური,
ჩემსკენ მავალ გზაზე ბევრი
შემოგხვდება მაცდური:
ზოგი  მზეში  განებივრებს,
ზოგი კიდევ  ღრუბელში,
დაგავიწყებს  გაფრენილ  წლებს
შეგიფარებს  უბეში,
მე  ვერაფერს  დაგპირდები,
ნუ  ხარ  შეუპოვარი
შეისმინე , გეხვეწები,

ჩემი ეს სათხოვარი:

დარჩი გულო, აქ  არ არ გინდა, 
თვით უგულო ქალი ვარ,
ნაწვიმარზე პაწაწინა
გადაშლილი კვალი ვარ,
დარჩი გულო, ჩემთან ცივა
ზამთარია, სულ ათოვს,
დარჩი მასთან სადაც თბილა
და ვინც უფრო გაგათბობს.
მართლა ვინმემ არ მომიკლას
შენი თავი ბრმა ისრით
თორემ მე მის მოსაკლავად

თოფიდანაც გავისვრი!
/mari/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი