ჩემი წითელი ბუშტი
მე არ ვარ პოეტი, არც რამე მსგავსი, უბრალოდ ვზივარ რითმების ალში, ლექსის დაწერა საქმეა ერთი, რაც შემიძლია შევქმნა მე შენთვის, არა მაქვს ფული, რომელიც არს დღეს, არსებობისთვის მებრძოლებს გაძლევთ, მთავარი სიტყვაა, ის რასაც დავწერ, ამჟამად ავღწერ; მიყვარხარ იცი, ეს არც კი მიკვირს, გრძნობას უკეთესს ვერსად შეხვდები, ვაშავებ ფიცით, გამოხატვას რომ ცოტას ვეცდები, შენ ხარ ნაწილი მცირე წრის, წითელ ბუშტში, რომ იას წნის, ქარში, წვიმაში, ნესტში, მრავალ სხივება მზეში, არასდროს შეწყვეტ ფრენას, სანამ გასკდება ბუშტი მალული, ისარს ერჭობა დრო დაკარგული. არ ვარ ხატება ცის, ანგელოზების ზღვის, არ ვარ კამკამა ტბა თეთრი ქათქათა გზა, ვუშვებ შეცდომებს ბევრს, პატიებას გთხოვ დღეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი