დანაშაული
23 თებერვალი დღეა მივიწყებული, მამა არვის ახსენდები, მაგრამ გზაა ჩვეული, ყველას ყველა ავიწყდება, დროა ცუდი ეული. არ მაქვს ოქრო ვერცხლი, მხოლოდ სიტყვა შენთვის, არ მაქვს ნივთი ფულადი, მხოლოდ სიტყვა გულადი, მიყვარხარ და რა თქმა უნდა, ეს საქმეა ცნობილი, მაგრამ ჩემი ნათქვამი უცნობად არს შობილი, საკმარისად ვერ ვაფასებთ ხშირად ასეთ ამბავს ან იმას რაც კი ამჟამად გვაქვს, გამოხატვის უნარიც მიმავიწყდა უკვე რატომ გავხდი ასეთი რატომ არ ვისუნთქე, ვწუხვარ ფრიად, თეთრი ფრთები რომ არ მქვია, პატიება სიტყვას ქვია რასაც ვითხოვ ასე ღიად, მირჩევნიხართ ყველას, თქვენ ოჯახი კარის, ერთადერთი ნაწილი ხართ, ვინც ჩემს გულში არის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი