რწმენა-წარმოდგენები


სამყაროში ღმერთის შიში, რომ არ არსებობდეს, იქნებოდა სრული ქაოსი, ადამიანები თავს არავის გამო შეიკავებდნენ, შესაძლოა აქამდე გადაშენებულებიც კი ვყოფილიყავით.
არავინ იცის საიდან გავჩნდით და სად მივდივართ, მორწმუნეები პასუხს საუკუნეების განმავლობაში ღმერთში ხედავენ და შემდგომ წარმოქმნილ ახალ კითხვას უარყოფენ "ვინ შექმნა ღმერთი?"  გაჭედილები ვართ ამ ერთფეროვან სამყაროში, რომლის გაფერადებაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, გავჩნდით არსაიდან და უბრალოდ ვცხოვრობთ, დავტკბეთ იმით რაც ამჟამად გვაქვს.
საინტერესოა ღმერთი გიყვარს თუ გეშინია, ყველას ეშინია მასზე ძლიერის, ფანტაზიის ჩართვით ხომ უდიდესი შესაძლებლობები მიანიჭეს, ისმის კითხვა "რატომ" ვფიქრობ ვიღაცამ/ვიღაცეებმა, შორეულ წარსულში ეს ჩვენს საკეთილდღეოდ გამოიყენა და სამყაროში დაამკვიდრა შიში, დაამკვიდრა ძალა, რასაც დავემორჩილებით და ზედმეტი თავისუფლებისაგან ერთმანეთს ზიანს არ მივაყენებთ, ხოლო ამ ერთი პასუხით ხალხმა, გაიქრო კითხვის ნიშანი სამყაროს შექმნის თაობაზე, გაიჩინა ერთგული დამცველი, გამოსადეგი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისათვის და მსხვერპლის გაღებაც გახდა საჭირო,  რაც ღმერთის გზაზე სიარულს მოითხოვს, თუ გზას გადაუხვევ შენი სული სიკვდილის შემდეგ დაიტანჯება, რეალურად ეს გზა, წესები, ჩვენვე შევქმენით, რადგან ცოდვები თითოეულ ადამიანზე ცუდად მოქმედებს ამავე ცხოვრებაში, ღმერთი შეიძლება რეალობა არაა და მართლაც სადღაც ზეციდან არ გვიყურებს, მაგრამ მისი გამოგონილი თავი, მაინც ბევრ სასიკეთოს აკეთებს, ეშმაკი ბოროტებაა, გამოგონება რომელიც თავისუფლებას და გადაშენებას ქადაგებს, ამ ყოველივე წესრიგის გარეშე, ადამიანების  ჯიუტი ბუნება მხოლოდ თავის თავზე იზრუნებდა და სხვა ყველას გადაუვლიდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

კარგია, თუმცა დასახვეწია. წარმატებებს გისურვებ! რამდენი წლის ხარ?

მ.კ ...3 წლის წინ

14 წლის ვარ დასახვეწი არის არ ვუარყობ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი