წეს-ჩვეულებები: სამწუხარო მოვლენის აღნიშვნის ტრადიცია


ადამიანები ახალ წელს რატომ აღნიშნავენ? ბევრს თავში მხოლოდ ის აზრი მოუვა, რომ დედამიწა ერთ სრულ ბრუნს ასრულებს მზის გარშემო და სასაცილო თემადაც აქცევენ ამას, მაგრამ საქმე ესე მარტივად არ არის, დროის ქრონოლოგია მნიშვნელოვანი თემა იყო წარსულში, ის რაღაცაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, ამიტომაც აირჩიეს ყველაზე დიდი მოვლენები. რეალურად უბრალოდ დროის არც თუ ისე მცირე მონაკვეთის გასვლას ავღნიშნავთ, თუ რატომ ავღნიშნავთ ეგ ცალკე საკითხია, ეს ხომ ზარია რომელიც გვაუწყებს, რომ 1 წელი წაგვართვეს, არამგონია სასიამოვნო ამბავი იყოს აღსანიშნავად, იგივე შეიძლება ითქვას დაბადების დღესა და დაკრძალვის "ქელეხზე", ყველა შემთხვევაში გვატყობინებენ დროის გასვლას. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ამბების აღნიშვნის ტრადიციას თავისი აზრი აქვს, ასე ადამიანს ყურადღება გადააქვს და აღარ ეფიქრება წარმოჩენილ რეალობაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი