ლექსს დავეძებდი
ლექსს დავეძებდი მაგრამ არა ისე ძლიერ თავგადაკლულად, დასაწყისიდან რომ ვეძებდით დღეში რამდენჯერ... ლექსს დავეძებდი... ამისათვის მთა და ბარი არ მომივლია არც კედელკედელ ვტრიალებდი მის დასანახად. იღლიის ფოსო ამოვივსე მხოლოდ სიტყვებით და გულის მხარეს იარების ამოსაქოლად. ლექსის ძებნაში ტყეში ფოთლებს სხვა ვინ აგროვებს. ან ფოთლებს რითმა შევურჩიო, პანაცეააა მე შენი სუნთქვა დავივიწყე, ყველადღიური. და ნაცივზამთრალ ხერხემალზე ოფლი შემაშრა. შენზე დაწერილ ლექსს ვეძებდი... გადამიარე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი